Saturday, October 1, 2016

მეცხრე დღე

                    ჩემი პროექტის პორტფოლიო--  "დედაქალაქი" 

    ამ კურსმა -"პროექტებით სწავლება" მასწავლა, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ გამოვიყენო იგი შედეგზე ორიენტირებულ სწავლებაში. ვისწავლეთ, როგორ დავადგინოთ მოსწავლეთა  საჭიროებები, როგორ გავააქტიუროთ მოსწავლის როლი და ჩამოვუყალიბოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. ამავე კურსმა დაგვარწმუნა, რომ დიფერენცირებულ  სწავლება უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას და უყალიბებს მათ პოზიტიურ განწყობას.
    ბოლო დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონები, მოვისმინეთ კოლეგების პრეზენტაციები, შევაფასეთ ერთმანეთი და მივეცით რჩევები.
    კურსის ბოლოს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად კურსი და ტრენინგი იყო ძალზე საინტერესო, დატვირთული და ნაყოფიერი, აქ მიღებული ცოდნა დიდად დამეხმარება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში,
    ბოლოს, დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას ტრენერს, ქალბატონ ნინოს, ასეთი თავდაუზოგავი მუშაობისა და გულისხმიერი და თბილი ურთიერთობისათვის, რომელსაც იგი ყოველთვის იჩენს თითოეული პედაგოგის მიმართ.