Saturday, October 1, 2016

მეცხრე დღე

                    ჩემი პროექტის პორტფოლიო--  "დედაქალაქი" 

    ამ კურსმა -"პროექტებით სწავლება" მასწავლა, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ გამოვიყენო იგი შედეგზე ორიენტირებულ სწავლებაში. ვისწავლეთ, როგორ დავადგინოთ მოსწავლეთა  საჭიროებები, როგორ გავააქტიუროთ მოსწავლის როლი და ჩამოვუყალიბოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. ამავე კურსმა დაგვარწმუნა, რომ დიფერენცირებულ  სწავლება უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას და უყალიბებს მათ პოზიტიურ განწყობას.
    ბოლო დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონები, მოვისმინეთ კოლეგების პრეზენტაციები, შევაფასეთ ერთმანეთი და მივეცით რჩევები.
    კურსის ბოლოს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად კურსი და ტრენინგი იყო ძალზე საინტერესო, დატვირთული და ნაყოფიერი, აქ მიღებული ცოდნა დიდად დამეხმარება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში,
    ბოლოს, დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას ტრენერს, ქალბატონ ნინოს, ასეთი თავდაუზოგავი მუშაობისა და გულისხმიერი და თბილი ურთიერთობისათვის, რომელსაც იგი ყოველთვის იჩენს თითოეული პედაგოგის მიმართ. 

Sunday, September 25, 2016

მერვე დღე

      მოცემული მოდული დამეხმარა, გამეაანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით. ავტვირთეთ  და ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების რუბრიკები, ვიმსჯელეთ, როგორ შეუწყობს იგი ხელს მოსწავლის თვითრეგულირებად  სწავლას.
     გეგმაში შევიტანეთ ცვლილებები, კერძოდ, ჩავწერეთ საპროექტო აქტივობები, ნიჭიერი, არაქართულენოვან და სსსმ მოსწავლეთა  დიფერენცირებაზე დაყრდნობით.
   ვიმსჯელეთ, რომ მოსწავლეთა საჭიროებაზე მორგებული სავარჯიშო მას განუვითარებს თვითრეგულაციის, საკუთარი თავის მართვის, თვითშეფასებისა და რეფლექსიის უნარებს.
   შევქმენი "სლაიდ შოუ" გამოწვევის ფაზისათვის, რომელიც გამიადვილებს ფასილიტაციას, რაც დამეხმარება, გავუკეთო სკაფოლდინგი მათი სწავლის გასაადვილებლად. 

Saturday, September 24, 2016

მეშვიდე დღე


   მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეაანალიზებინა, მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. მეწყვილეს  შევუფასე მოსწავლის სავარაუდიო ნაშრომი პორტფოლიოს შეფასების რუბრიკის გამოყენებით, რაც დამეხმარა, აღმომეჩინა ჩემი მოსწავლის ნაშრომის სუსტი მხარეები. გავეცანი შეფასების რუბრიკას "ვიუვერში" და მოვახდინე  მისი ადაპტირება.
   შევქმენი მოსწავლის შეფასების რუბრიკა. ცვლილება შევიტანე შეფასების დროის ჩარჩოში, აღვწერე მეთოდები მიზნების გათვალისწინებით.
  პროექტი შრომატევადი და ცოტა დატვირთულია, მაგრამ საინტერესოდ მიმდინარეობს.
              მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-რუბრიკა

Saturday, September 17, 2016

მეხუთე დღე



    ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა, ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, ვისწავლეთ, როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები, ასევე ვისწავლეთ bookmarker-ის გამოყენება, თუ როგორ მოვძებნოთ მოკლე დროში საჭირო ვებ-გვერდები, ასევე ვისაუბრეთ ინტერნეტრესურსების მრავალფეროვნებასა და მათ ეფექტურ გამოყენებააზე.
     ეს მოდული ნამდვილად საინტერესო გამოდგა ჩვენთვის და ვფიქრობ, მიღებული ინფორმაცია დაგვეხმარება ჩვენი პროფესიული საქმიანობის უფრო ეფექტირად წარმართვაში.

Wednesday, September 7, 2016

მეოთხე დღე

   ეს მოდული დამეხმარა, გამეაანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით, კერძოდ,მათი საშუალებით შევძლებთ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენას, შევუფასებთ  თანამშრომლობისა და თვითრეგულირების უნარებს, ვახდენთ პროგრესის მონიტორინგს, ვამოწმებთ, რამდენად გაითავისეს სტრატეგიები და ვახალისებთ მათ მეტაშემეცნებას, ვაფასებთ მათი გაგებისა და უნარების დემონსტრირების შესაძლებლობებს.
   ამავე მოდულის ფარგლებში ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე.
   მოდული საკმაოდ საინტერესო და შედეგიანი გამოვიდა. დიდი მადლომა ნინო მასწავლებელს!

Tuesday, September 6, 2016

მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა, გამეაანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით , კერძოდ, სტანდარტების გამოყენება დამეხმარა მოსწავლეებისათვის მისაღწევი შედეგების გაწერაში თემასთან დაკავშირებით, მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები კი ბავშვებს გაუადვილებს პროექტის შინაარსისა და თემატიკის გააზრებას და მისცემს მიმართულებას პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის.

Saturday, September 3, 2016

მეორე დღე

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. მასწავლა პროექტის წინასწარ დაგეგმარება, დამანახა, რომ პროექტებით სწავლებით მოსწავლეები იძენენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, მათ განუვითარდებათ თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარები, მოსწავლეები სწავლობენ კეთებით, მოიძიებენ ინფორმაციებს, იღებენ ინფორმაციებს სხვადასხვა გზებით, აკეთებენ ჩანაწერებს დრიურებში, ახარისხებენ ინფორმაციებს და ა.შ.