მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეაანალიზებინა, მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. მეწყვილეს შევუფასე მოსწავლის სავარაუდიო ნაშრომი პორტფოლიოს შეფასების რუბრიკის გამოყენებით, რაც დამეხმარა, აღმომეჩინა ჩემი მოსწავლის ნაშრომის სუსტი მხარეები. გავეცანი შეფასების რუბრიკას "ვიუვერში" და მოვახდინე მისი ადაპტირება.
შევქმენი მოსწავლის შეფასების რუბრიკა. ცვლილება შევიტანე შეფასების დროის ჩარჩოში, აღვწერე მეთოდები მიზნების გათვალისწინებით.
პროექტი შრომატევადი და ცოტა დატვირთულია, მაგრამ საინტერესოდ მიმდინარეობს.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-რუბრიკა
მე მომეწონა ნანას ნამუშევარი. იყენებს იმ ტექნოლოგიებს თემატიკასა და ცნებების უკეთ გაგებისათვის, შესაბამისი უნარ ჩვევების განვითარებისათვის. წარმოდგენილი აქვს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობანი.
ReplyDelete